Home » თქვენი სათქმელი » “ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს…” ანუ “გვეშველება რამე?..”

“ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს…” ანუ “გვეშველება რამე?..”

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

-საზოგადოებაში უკვე გაცვეთილ კითხვათ იქცა, ვითომ გვეშველება რამე ?…

ბრძენი ილიას დავესესხები და ავღნიშნავ რა გითხრათ რით გაგახაროთ…. იმ გამონათქვამსაც ვეთანხმები ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას რომელიც ჰყავს,.. ეხლა ზოგიერთისავით წინა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მართველობის წლეებს არ გავიხსენებ ექვსი წლის მანძილზე თითქმის სხვადასხვა ტელე-ეთერიდან თუ თავყრილობებიდან დაგვღალეს უკვე ამის შეხსენებით ალბათ იმაში ვთანხმდებით, რომ ეიფორიამ და ემოციურმა ტალღამ მოიყვანა მიშა და მისი გუნდი ხელისუფლებაში და მისი ავკარგიანობის ჩამოთვლა რომ არ დავიწყოთ მარტო შვიდი ნოემბერი და ოცდაექვსი მაისი საკმარისია მისი მართველობის შესაფასებლად…

2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობას ახალი იმედები გაუჩნდა და მაღალი ნდობა გამოცხადა ახალ პოლიტიკურ გუნდს „ოცნებას“ უფრო სწორად ერთადერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს რომელმაც დანაპირებები უხვად გასცა წინა საარჩევნოთ… რომელმაც დააკომპლექტა თავის გუნდი და მოსახლეობაც მისი ნდობის გამო მას ბრმად ენდო და მისცა ხმა რის საფუძველზეც ხელისუფლებაში მოვიდა დიდი უმრავლესობით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას იმედი ქონდა, რომ გაუმჯობესდებოდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური პირობები, შიქმნებოდა სამუუშაო ადგილები, გატარდებოდა ეროვნული პოლიტიკა, და ა.შ… თუმცა ახალმა ხელისუფლებამ და მართველმა გუნდმა ნაცმოძრაობას, რომელსაც ფაშისტებად და მკვლელებად მოიხსენიებდნენ მასთან კოჰაბიტაციაში შევიდნენ… რაც საზოგადოებაში სამართლიანი უკმაყოფილება და დამატებითი კითხვები გააჩინა…?

ჩვენთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ დღევანდელ რეალურ მდგომარეობას და ხელისუფლების მიდგომებს მოსახლეობისადმი და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რომელმაც ნეპოტიზმი, მაღალი ხელფასების და დანამატების აღება, საკუთარი კომფორტის შექმნა, რაც პირველ ყოვლისა მათი სამსახურეობრივი მანქანებიც მიგვანიშნებს, ჩვეულებრივ მოვლენად აქცია, წარმართული საკადრო პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში კითხვების გაჩენა…? ამას დაემატა ბანკირების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და არასწორი საბანკო პოლიტიკის წარმართვა და ა.შ…. როცა მოსახლეობა მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეშია და სამუშაო ადგილები არ იქმნება… ამ დროს ბანკები მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ახსენებენ თავს სიდუხჭირეში ჩავარდნილ მოვალე მოსახლეობას… ხოლო ეროვნული ვალუტა თანდათანობით მცირედ მაგრამ მაინც უფასურდება და ფასები ყველაფერზე მატულობს… ასევე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ხელისუფლების სტრუქტურების დამოკიდებულება საყდრისთან მიმართებაში რაც აქილევსის ქუსლად დარჩება დღევანდელი ხელისუფლების მიმართებაში მომავალი თაობების მიერადაც…

როგორც არ უნდა გაგვიკვირეს პარალელულად საკანონმდებლო ორგანოში მდიდართა ნაწილმა მოიყარა თავი თუ მოუყარეს თავი, რომელმაც წესით ქვეყანაში სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ მოსახლეობის მიმართ ზრუნვისა და ეფექტური საკანონმდებლო ინიციატივებზე უნდა იზრუნონ რათა დაძლეული იქნას ქვეყანაში ფეხმოკიდებული სიღარიბე და რეგიონებში შეიქმნას სამუშაო ადგილები არა უცხოური ინვესტორების შემოყვანით არამედ ადგილობრივი მეწარმეებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით სახელმწიფოს მიერ ამოქმედებულ ქართული პროდუქციის განვითარების ხელშესაწყობათ, რაც ასევე მნიშვნელოვანია სოფლების და განსაკუთრებით მთიანი რეგიონის ხელშეწყობა და განვითარება არა ჰესების მშენებლობის მიმართულებით რომელიც არამგონია ეკოლოგიური თვალსაზრისით დადებითი შედეგის მომტანი იყოს რეგიონისათვის… და ა.შ.. არამედ მნიშვნელოვანია პრიორიტეტათ იქცეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ეკონომიური პროექტების განხორციელების მიმართულება და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისათვის საამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მართლსაჯულების განვითარება არა მოსამართლეების უვადოთ დანიშვნით არამედ გასატარებელი ძირეული რეფორმებით რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის ელემენტარული უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას და აღკვეთს გამოვლენილი ნებისმიერი დაუსჯელობის სინდრომის ნიშნებს თუკი ასეთს ექნება ადგილი და საზოგადოებას დაუბრუნებს რწმენას და იმედს, რომ ეს ქვეყანა ყველასია და არა ერთეულების,… ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა ასევე საუკუპაციო ზოლს აქეთ საქართველოს კომტროლირებად ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა და შესაბამისი სახელმწიფო პროექტების კიდევ უფრო მეტად განხორციელება რადგანაც იქ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა იცავს ქართული მიწის თითელ მტკაველს ოკუპანტისაგან და ეს ხალხი გმირები არიან და ამას სათანადოთ დანახვა სჭირდება, მაშინ როცა ოკუპანტები საუკუპაციო ზოლს თავის ნებასურვილით აფართოებენ და თავხედურად გადაადგილდებიან კიდეც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რაზეც ალბათ სუსტია ხელისუფლების შესაბამის რეაქცია და საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტებისა თუ დემოკრატიული მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობა ამ უმსგავსოებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის აღკვეთაში.

თუ არაფერი გამოსწორდა მგონი ისევ ლიტონიურ კითხვად დარჩება მუდმივი კითხვა გვეშველება რამე...?…, დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გვეშველება, ალბათ დროა ხელისუფლება ლოზუნგებიდან მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური პირობების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრებს და დაშვებულ შეცდომებზე ჩაფიქრდეს, მათი პრიორიტეტი თითეული ადამიანის უფლებების დაცვა უნდა გახდეს თუმცა მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს…”

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...