Home » მთავარი » სკოლისა და საბავშვო ბაღის კვების 128 ობიექტი დაჯარიმდა!

სკოლისა და საბავშვო ბაღის კვების 128 ობიექტი დაჯარიმდა!

ვადაგასული პროდუქტები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, კრიტიკული თუ არაკრიტიკული შეუსაბამობები სკოლის ბუფეტებსა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკში – ეს იმ დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის პირველი ექვს თვეში 128 საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტი დააჯარიმა. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღის 68 კვების ბლოკი და 60 სკოლის ბუფეტი დაჯარიმდა.

რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი სკოლა და ბაგა-ბაღი თბილისში, აჭარასა და კახეთში დაჯარიმდა. თბილისი – 26 ბაგა-ბაღის კვების ბლოკი და 25 სკოლის ბუფეტი;

აჭარაში – 21 ბაგა ბაღის კვების ბლოკი და 6 სკოლის ბუფეტი;

კახეთი – 10 ბაგა-ბაღის კვების ბლოკი და 3 სკოლის ბუფეტი.

სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვეში სააგენტომ 35 ობიექტი დააჯარიმა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, რაც 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს (100 ლარი მცირე ბიზნესოპერატორისთვის, 500 ლარი ბიზნესოპერატორისთვის);

21 დაწესებულება კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა – დარღვევისთვის ჯარიმა 1000 ლარს და შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას გულისხმობს;

38 ობიექტი დაჯარიმდა არაკრიტიკული შეუსაბამობისას მიცემული მითითების შეუსრულებლობისთვის, რის შედეგადაც მცირე ბიზნესოპერატიორებს 200 ლარით, ხოლო ბიზნესოპერატორებს 400 ლარის გადახდა დაეკისრათ.

სააგენტომ 8 ობიექტი დააჯარიმა ვადაგასული პროდუქციის განთავსებისთვის, აღნიშნული დარღვევისას ჯარიმის თანხა 200-დან 500 ლარამდე შეადგენს;

20 ჯარიმა კი ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაეკისრა სხვადსხვა ობიექტებს , რაც 200-დან 400 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს.

რაც შეეხება 2017 წელის განმავლობაში დაჯარიმებული სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვებითი ობიექტების რაოდენობას, სეს- ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯამში 173 ობიექტი დაჯარიმდა. მათ შორის 101 ბაგა-ბაღის, ხოლო 72 სკოლის ბუფეტი იყო.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...