You are here
40 საზაფხულო ბაღი – მხიარული პატარები და ბედნიერი მშობლები… მთავარი საზოგადოება 

40 საზაფხულო ბაღი – მხიარული პატარები და ბედნიერი მშობლები…

დედაქალაქში საზაფხულო ბაღების პროექტი გრძელდება. თბილისს ივლისის განმავლობაში, 40 საბავშვო ბაგა-ბაღი ემსახურება, სადაც 13 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს, 27-ე ბაგა-ბაღს ესტუმრა და საზაფხულო ბაღის ფუნქციონირებას გაეცნო.

სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით არის დატვირთული.

27-ე ბაგა-ბაღში დილიდან სხვადასხვა მხიარული აქტივობა იმართება. ყოველდღიურად ბავშვები აღმზრდელებთან ერთად ასრულებენ დილის ვარჯიშებს, ცეკვავენ და მღერიან. ბაღის ადმინისტრაციამ კი, სპეციალურად საზაფხულო ბაღის აღსაზრდელებისათვის თოჯინების სპექტაკლი დადგა.

 

ხელნაკეთი თოჯინებით დადგმული სპექტაკლი ცოცხალი აკომპანიმენტის თანხლებითა და ავტორის მონაწილეობით შესრულდა. ბავშვების მხიარულებაზე ზღაპრების პერსონაჟების ანიმატორებიც ზრუნავენ. საზაფხულო ბაღები 31 ივლისის ჩათვლით იფუნქციონირებს.

Comments

comments

Related posts