You are here
სპეციალურად თქვენთვის! ჩვენი სტუმარია დიეტოლოგი მარინა გოგსაძე მედიცინა მთავარი 

სპეციალურად თქვენთვის! ჩვენი სტუმარია დიეტოლოგი მარინა გოგსაძე

რუბრიკა
ექიმი გვირჩევს

მარინა გოგსაძე-კლინიკა “მედელიტის” დიეტოლოგი

როგორი უნდა იყოს დიაბეტიანის დღიური?

აკრძალული პროდუქტი დიაბეტიანებისთვის
დიაბეტიანების დღიური რაციონი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ენდოკრინოლოგთან ერთად კალორაჟის მიხედვით. კვების რაციონი ითვალისწინებს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების განსაზღვრულ რაოდენობას. შაქრიანი დიაბეტის დროს მნიშვნელოვანია კვების რაციონისა და რეჟიმის დაცვა, რაც გულისხმობს საკვების მიღებას 4-6 ჯერ დღის მანძილზე მცირე ულუფებით. კვებათა შორის ინტერვალები იყოს თავისუფალი, შუალედში დასაშვებია მხოლოდ კალორიების გარეშე სითხეების მიღება: წყალი, ჩაი და ყავა უშაქროდ. საკვებში უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმი და იოლად ასათვისებელი ნახშირწყლები, ტკბილეული, უნდა დავიცვათ ფიზიოლოგიური თანაფარდობა. ნახშირწყლებთან ერთად უნდა მივიღოთ ცილოვანი საკვებიც, ვინაიდან დიეტის დროს ადამიანის ორგანიზმი ცხიმებთან ერთად კარგავს ცილებს, მინერალებსა და ვიტამინებს. დღის ჯამური კალორაჟისა და თანაფარდობის გადანაწილება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თითოეულ კვებაზე.

🔶კლინიკა „მედელიტში“ შეგირჩევენ ორგანიზმისთვის „ჯანსაღი კვების“ ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევასა და შენარჩუნებაში.
🔶მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3

(შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

📞 ტელ: 2 144 044

 

Comments

comments

Related posts