Home » მთავარი » დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ. ნინო ლომჯარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხზე ილაპარაკებს.

ასევე გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს განიხილავს.

საუბარი მედია გარემოსა და სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესებზეც იქნება.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისას, ხშირად ირღვევა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

დოკუმენტი, 347 გვერდისგან შედგება და 2017 წელს მოიცავს. არსებული ინფორმაციით მზად არის სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შემუშავებული პარლამენტის დადგენილების პროექტიც.

Facebook Comments
x

Check Also

“მე შემიძლია ღიად ვთქვა…”

დამოუკიდებელი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არაერთი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლის ...