Home » მთავარი » არასამთავრობოები ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ

არასამთავრობოები ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პარლამენტს ტყიბულის შახტებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ. 

არასამთავრობოებმა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.

„კომისიამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში, შპს „საქნახშირის ჯგუფის“ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ყველა საწარმოო შემთხვევა. ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხი. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხიც. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები“.

მიმართვას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ღია საზოგადოების ფონდი, სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი, ახალგაზრდა სოციალისტები, თანასწორობის მოძრაობა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და კავკასიური სახლი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...