Home » მთავარი » ბესელია: ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას…

ბესელია: ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას…

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო.

ეკა ბესელიას განცხადებით, ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას. მისივე თქმით, კანონპროექტით წესრიგდება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები.

-„მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომელსაც დიდი ხანია ვამზადებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას. ბუნებრივია, არის დიდი ინტერესი მის მიმართ. მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეხება მოქალაქეობის კონსტიტუციური სტატუსის და უფლების მიღების და მინიჭების ახალ წესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა კონსტიტუციამ ახალი ცვლილებებით გააუქმა ის ჩანაწერი, რომლითაც იკრძალებოდა ორმაგი მოქალაქეობა.

კანონპროექტი არეგულირებს: სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს”.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ პროცედურა უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა შეიქმნას ბარიერები იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აკრძალული აღარ არის.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...