You are here
ისევ ხაშური! – „გაგინოთ, მეშინია არ გამრავლდეთ!..“ – მე, მოქალაქე…(ვიდეო) მე, მოქალაქე მთავარი 

ისევ ხაშური! – „გაგინოთ, მეშინია არ გამრავლდეთ!..“ – მე, მოქალაქე…(ვიდეო)

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

ნინო კორკოტაძე

ეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმათელეთია, ეს კი ცენტრალური, სამხედრო გზაა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს. წლებია უკვე ასეთ სავალალო მდგომარეობაშია საფეხმავალო გზა და პატრონი არ ჰყავს…

Gepostet von Nino Korkotadze am Donnerstag, 19. Juli 2018

ეს ვიდეოები მართალია ჩემს სახლთან ახლოს არის გადაღებული, მაგრამ არ გეგონოთ მხოლოდ ეს მონაკვეთია ასე, მთლიანი ქუჩა ასეა, ფეხით მოსიარულეს სამანქანო გზაზე უწევს გადასვლა, საბავშვო ეტლით გავლა ხომ საერთოდ ფუფუნებაა. ამ გზაზე რამდენი ადამიანი დაიღუა ავარიაში ხომ ვერ დათვლი…

საკითხავია, ადგილობრივები ფულს რომ ვიხდით და ბიუჯეტში შედის, მერე სად მიდის? ალბათ ისევ ხაშურის მთავრობის ხელფას-ჯიბეებში! დასუფთავებაა და კატასტროფული ვითარებაა, არც ურნები დგას და ის ერთიი მანქანაც რომ დადის, გაპარტახებული, კვირაში ერთხელ მოდის დილის 8 საათზე და თუ გაგასწრო, კარგად მეყოლე მომავალ კვირამდე, აი დასუფთავების ფულზე კი კარგად დადიან!!!

წყალია და, თუ იწვიმა, ტალახიანი მოდის, ბაყაყები და ხვლიკები ხტებიან ონკანიდან, კანალიზაცია ნახევარ სოფელს არ გვაქვს…

Gepostet von Nino Korkotadze am Donnerstag, 19. Juli 2018

ხაშურის მთავრობას სულაც არ აღელვებს მოსახლეობა, კეთილი ინებონ და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა!

ხაშურის ხელისუფლებავ, გაგინოთ, მეშინია არ გამრავლდეთ, დაგწყევლოთ და თქვენ რაღა დაწყევლა გინდათ!

და ისევ ხაშური

იხ. წინა წერილები

ძაღლებისა და კატების შეჯვარების შემდეგ იქნებ ხალხზეც იფიქროთ!..” – მე, მოქალაქე ხაშურიდან

http://www.gmtv.ge/43414-2/

ასევე –

„წყალში გადაყრილი თანხა და წყალი სად წავა?!.“ – სანიაღვრე არხის ახალი მოდელი

http://www.gmtv.ge/43028-2/

მოგვწერეთ თქვენც

Comments

comments

Related posts