You are here
„ზესტაფონის ფეოდალმა მერმა გაწყვიტა ხალხთან კომუნიკაცია და ორიენტირებულია თავის ბიზნესზე“ (ვიდეო) მთავარი რეგიონი 

„ზესტაფონის ფეოდალმა მერმა გაწყვიტა ხალხთან კომუნიკაცია და ორიენტირებულია თავის ბიზნესზე“ (ვიდეო)

ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ ზესტაფონში ფონდი დააარსა. ფონდმა, რომელშიც შემოწირულობა ბიზნესმენებმა უნდა გაიღონ, ზესტაფონში სხვადასხვა პროექტი უნდა განახორციელოს.

ზესტაფონის მერის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ოპონენტებმა. მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მახათაძეს ფონდი არა ზესტაფონის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისათვის სჭირდება. გოგლიჩიძე იმასაც ამბობს, რომ ამჟამინდელი მერი ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებს და ხალხისთვის არაფერს აკეთებს.

“კახაბერ მახათაძე ხელს ვერ ურევს რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან გადმორიცხულ თანხებში, რადგან ამ თანხებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკონტროლებს. ამიტომ გადაწყვიტა ამ ფონდის დაარსება, რომლის თანხებს როგორც უნდა, ისე გამოიყენებს. მე სიმბოლურად სილიკომანგანუმის ქვა მივუტანე ფონდში შესაწირად,” – ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

Comments

comments

Related posts