You are here
საინიციატივო ჯგუფი: ცესკომ საქართველოს მოსახლეობას მოუსპო ხელისუფლების შეცვლის კანონიერი გზა მთავარი საზოგადოება 

საინიციატივო ჯგუფი: ცესკომ საქართველოს მოსახლეობას მოუსპო ხელისუფლების შეცვლის კანონიერი გზა

საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის ნებართვისთვის მიმართა. დღეს კი, როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, ცესკო-დან უარყოფითი პასუხი მიიღეს.

საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს:

-მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩევლებს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური მდგომარეობის და ბოლო დროს ქვეყანაში გავითარებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე როდესაც მოსახლეობა პოლიტიკური ძალები ითხოვდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რასაც მოჰყვა რეალურად მთავარი პროკურორის გადადგომა, პრემიერ მინისტრის გადადგომა და მთავრობის დათხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ არ განვითარებულიყო უმართავი სამოქალაქო დაპირისპირება ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ სარეფერენდუმო შეკითხვით კერძოდ: „გსურთ თუ არა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა ცეესკოს სხდომა მიმდინარე წლის 16 ივლისს სხდომას ესწრებოდა 11 წერი რომელთაგან არცერთმა მხარი არ დაუჭირა სარეფერენდუმო შეკითხვას. მათ შორის იყვნენ იმ ოპოზიციური პარტიების დანიშნული წევრებიც რომლებიც ითხოვდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას! ფაქტობრივად ცეესკომ თავისი განკარგულებით საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩევლებს აუკრძალა რეფერენდუმის გზით მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და კანონიერი გზით შეცვალოს უმაქნისი პარლამენტის შემადგენლობა და შეცვალოს აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ქვეყანაში შექმნის იმის საფრთხეს, რომ დაძაბული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ისარგებლონ ქვეყნის მტრებმა რომლებიც მრავლად გვყავს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც,

შესაძლებელია ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად დაიძაბოს და უმართავ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც დამღუპველია ქვეყნის უსაფრთხოებისა და შემდგომი განვითარებისათვის. ამ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცესკოს თავმჯდომარეს და იმ წევრებს რომლებმაც ამ განკარგულებას მხარი დაუჭირეს, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს რომელთა მიერადაც არიან დანიშნული ცესკოს წევრები. გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ცესკომ საქართველოს მოსახლეობას-ამომრჩევლებს მოუსპო ხელისუფლების შეცვლის კანონიერი გზა.

Comments

comments

Related posts