Home » მთავარი » „ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების შანსი”

„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების შანსი”

სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს და კანდიდატი უახლოეს პერიოდში დასახელდება.

„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“საქართველოსთვის პარლამენტართა რაოდენობა 150 ძალიან ბევრია, 100 კაციც საკმარისია”

ზვიად ტომარაძე -ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას? სანამ გერმანულ მოდელზე ვისაუბრებ, მანამდე ზოგადად საპარლამენტო ...