Home » მთავარი » ანა ლომაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, ახლა ჯერი პროკურატურაზეა…

ანა ლომაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, ახლა ჯერი პროკურატურაზეა…

23 ივლისს ანა 27 წლის გახდება. დიახ, ეს ის ანა ლომაშვილია, მის საქმეზე ჯერ კიდევ რომ კითხვები არსებობს და პასუხი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედია 2017 წლის 9 თებერვალს მოხდა!

დღეისთვის, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა რამაც შესაძლებელია საქმე ისევ ძიებაში დააბრუნოს, ეს რა თქმა უნდა კეთილი ნების შემთხვევაში, ეს ნება კი პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს, ხოდა სწორედ ახლა დაინახავს საზოგადოება, რამდენად არის პროკურატურა დაინტერესებული საქმის ობიექტურ ძიებაში.

-საქმე თვითმკვლელობამდე მიყანის მუხლით არის წარმოებული რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ისევე როგორც არ ვენდობით გამოძიებას, რომელიც გულგრილად იქნა წარმოებული”-აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი ყოფილი მეუღლის სახლში ჯაჭვზე ჩამოკიდებული იპოვეს. ანას სიკვდილამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც უკვე ექსპერტიზის მიერ არის დადგენილი. შუბლში კი ბლაგვი საგანიაქვს ჩარტყმული-ანა მოკლულია!

მის მეუღლეს 3 წელი მიესაჯა. მკვლელობაზე სიტყვა არსად არის დაძრული გამოძიებაში, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

23 ივლისს ანა 27 წლის გახდება, პანაშვიდსა გადაუხდიან, მამაო წესსაც აუგებს, მაგრამ რამდენად დაისვენებს მისი სული, ეს ახლა უკვე, ახალი გარემოებების გაჩენის შემდეგ მხოლოდ პროკურატურაზეა დამოკიდებული.

Facebook Comments
x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...