Home » მთავარი » სახაზინო ადვოკატის განცხადებით, კობაური დანაშაულს არ აღიარებს

სახაზინო ადვოკატის განცხადებით, კობაური დანაშაულს არ აღიარებს

რაც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 პენიტენსიურ დაწესებულებაში შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, მალხაზ კობაური საქმის არცერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„მალხაზ კობაურის პოზიციიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვიდრე იგი გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა და დასძინა, რომ დაცვის სტრატეგია შერჩეულია, თუმცა მის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

Facebook Comments
x

Check Also

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას ...