Home » მთავარი » ელზა ჩინჩახაშვილი – უშრეტი ენერგიით 34 წელი ჩვენი პატარების აღზრდის სამსახურში!

ელზა ჩინჩახაშვილი – უშრეტი ენერგიით 34 წელი ჩვენი პატარების აღზრდის სამსახურში!

იცნობდეთ! ელზა ჩინჩახაშვილი – 34 წელი ჩვენი პატარების აღზრდის სამსახურში!

იმუშაო 34 წელი საბავშვო ბაღში და ერთხელაც არ გაგიჩნდეს სურვილი სხვა სამსახურში გადასვლის, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ ბავშვები გიყვარს და მათ გარეშე ვერც კი წარმოგიდგენია. დიახ, სწორედ 34 წელია ელზა ჩინჩახაშვილი მრავალი თაობის აღმზრდელია და ყოველ ახალ ნაკადს ახალი ენერგიით ხვდება.

სანამ საკუთარ ოჯახს შექმნიდა, 6 წელი მაღალმთიან სოფელ ჭერემში ბაღის გამგედ მუშაობდა, მერე საყვარელ საქმეს უკვე საყვარელი ოჯახიც მიემატა და ელზა ჩინჩახაძე თბილისის 205-ე საბავშვო ბაღში გადმოვიდა. მას მერე 28 წელი გავიდა…

28 წელია 205-ე საბავშვო ბაღში მუშაობს, ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის პატარა აღსაზრდელების სიყვარულია, თუმცა არანაკლებ უხარია, რომ კოლეგებისგანაც სიყვარულს და პატივისცემას გრძნობს. მშობლები ელზა მასწავლებელს ბავშვებს რომ დაუტოვებენ, გულდამშვიდებულნი მიდიან თავიანთ საქმეებზე და ისიც იციან, თუ ცოტას დააგვიანებენ საღამოს, შვილები მტირალები არ დახვდებიან…

ვინ მოთვლის ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ღონისძიება აქვს ჩატარებული, რამდენი საღამო თუ აქცია.

ელზა მასწავლებელმა 10 წლის წინ ჯგუფი ფუტკრები შექმნა და იმ დღიდან მოყოლებული პატარებს მართლაც რომ ფუტკრებივით შრომას ასწავლის, ბავშვებმაც იციან, თუ ბევრს იშრომებენ, შედეგსაც მიაღწევენ, მასწავლებელსაც გაახარებენ და დედიკოებსაც…

… გადის დრო, იცვლებიან თაობები, „ფუტკრები“ კი მუდამ შრომობენ და „სკაც მუდამ სავსეა ოჯახის წევრებით“…

უშრეტი ენერგიის ქალბატონია ელზა ჩინჩახაშვილი, მასაც, როგორც ყველა ჩვენგან აქვს პირადი პრობლემები, მაგრამ მათ ბაღის კარების გარეთ ტოვებს და პატარებთან ისე მუშაობს, ბავშვებს სახლში წასვლაც კი აღარ უნდათ.

ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ ყველაზე მეტად ბაღის პედაგოგს უწევს გარჯა, მთელი დღე ათობით ბავშვთან მუშაობა და დამატებით ათასი ახალი აქტივობა თუ საღამოს დაგეგმვა დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ აი ელზა მასწავლებელი ბავშვებთან არც თავად გრძნობს დაღლას და წარმოიდგინეთ, მისი ენერგიით სხვებსაც მუხტავს…

 

Facebook Comments
x

Check Also

28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევა რუსეთში დაიგეგმა

საქართველოს საგარეო უწყება 2019 წლის 28 ოქტომბერში   საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ...