Home » მთავარი » ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

საბერძნეთში ტყის ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი.
რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული, ისინი ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...