Home » მთავარი » „თბილისის ცის ქვეშ“ ზაფხულის სეზონი დღეს დასრულდება

„თბილისის ცის ქვეშ“ ზაფხულის სეზონი დღეს დასრულდება

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 25 ივლისს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის N111-ში გაიმართება თბილისური ეზო – „იას უთხარით“. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიებაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკოსი და კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი და მსახიობი მზია არაბული. ექსპერიმენტული პროექტი ელექტრონული მუსიკისა და ხევსურული სიმღერის სინთეზს წარმოადგენს.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია Artarea-ს მიერ, თბილისის მერიის პლატფორმის – „თბილისის ცის ქვეშ“ ზაფხულის სეზონს დაასრულებს.

Facebook Comments
x

Check Also

აქციას მინსკში ექიმები შეუერთდნენ – “ერთად ძალა ვართ!”

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას ...