Home » მთავარი » ეკა ბესელიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა

ეკა ბესელიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა

„ეს პრიზი და აღიარება არის იმ შრომის შედეგი რაც მიმართულია საერთო საქმისთვის, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ იყოს ძლიერი პარლამენტი და ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრიზის გადაცემის  შემდეგ.

ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა. დეპუტატის აქტივობა შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის, ინიცირებული კანონებით და სიტყვით გამოსვლებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა, ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც ყველაზე აქტიურ კომიტეტს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგინა  IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და პრიზები გადასცა.

Facebook Comments
x

Check Also

რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას რომ მათ ყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში?

„მე არ ჩავეწერე კითხვებში პირველი, რათა მომესმინა ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, თუმცა ჩემთვის არ იყო უცხო ...