Home » მთავარი » აიკრძალება მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსები, განისაზღვრება ფერი

აიკრძალება მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსები, განისაზღვრება ფერი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს განაცხადა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციები დაწესდება. რეგულაციით, ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.

იცით ალბათ, რომ გაიმართა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია, რომელიც 24 ივლისს თბილისის მერმა წარადგინა. პრეზენტაციაში საუბარი ტაქსების რეგულაციასაც შეეხო.

bpn.ge – ს ინფორმაციით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მანქანებით მომსახურების სერვისი აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ თქვა.

მისივე თქმით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტაქსებისთვის განკუთვნილი ფერი დადგინდება.

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...