Home » მთავარი » “სააკაშვილის განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება“

“სააკაშვილის განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება“

-“ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ  ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მისი ორგანიზებული იყო და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ესწრებოდა.

„პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს.

მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

x

Check Also

დავით მათიკაშვილი – ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და ...