Home » მთავარი » ახალ ბაღებში ახალი ინვენტარი შეაქვთ

ახალ ბაღებში ახალი ინვენტარი შეაქვთ

თბილისის ახლადაშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა და სხვა სტანდარტული ინვენტარის შეტანა დაიწყო. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, დასრულდება ახალი ბაღების კადრების შერჩევა-დაკომპლექტებაც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს კონკურსი.

„ჩვენ ახალი სააღმზრდელო წლისათვის აქტიურ სამზადისში ვართ, მიმდინარეობს როგორც ბაგა-ბაღების აღჭურვა და ინვენტარის შეტანა, ისე კადრების შერჩევა იმისათვის, რომ დამატებით რამდენიმე ათას ბავშვს შევუქმნათ კომფორტული, კეთილმოწყობილი და კეთილგანწყობილი გარემო ბაღებში. თბილისის ექვს რაიონში გაიხსნება ახალი ბაღები, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას,“ – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე.

მისივე განცხადებით, ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება და თბილისში კიდევ 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...