Home » მთავარი » სპეციალისტების განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

სპეციალისტების განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება  თბილისში ძლიერი ნისლისა და მტვრის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. გარემოს ეროვნული სააგენტო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.

მოცემული სინოპტიკური სიტუაცია რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა მტვრის გადმოტანა შესაძლოა შესუსტდეს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელმაც სამხრეთ რეგიონების დიდ ნაწილი, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაც მოიცვა.

სააგენტოს სპეციალისტების განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

Facebook Comments
x

Check Also

“ფრთხილად რძესთან! ფრთხილად ყველთან, მეგობრებო! ამჯერად მხოლოდ ეს იყოს…”

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე -15 წელია , ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ქართული ყველის ისტორიის კვლევაზე , სახეობების ...