Home » მთავარი » რა სურს გენერალს და არჩევნებამდე მისი რჩევა „ოცნებას“

რა სურს გენერალს და არჩევნებამდე მისი რჩევა „ოცნებას“

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

თუ ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიიდან არ დააყენებს, მაშინ საერთოდ არ უნდა დაუჭიროს ვინმეს მხარი. არ ჩამოვთვლი პლუსებს და მინუსებს.

თუ ვინმეს მხარს დაუჭერენ, რაღა მნიშვნელობა აქვს პარტიული კანდიდატი იქნება, თუ უპარტიო?

შესაბამისად, თუ რომელიმე კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ყველა ოპოზიციური კანდიდატის მთავარი ოპონენტი, სწორედ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პირი იქნება.

გაცილებით საინტერესო იქნება თუ ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთში იპაექრებენ. გაცილებით მძაფრ დებატებს მივიღებთ.

წარმოიდგინეთ, განა ძველებურად ყველა კანდიდატი მმართველი პარტიის რჩეულის წინააღმდეგ იბრძოლებს, არამედ ერთმანეთში შეეცდებიან პირველობის გარკვევას.

ხელისუფლება კი საერთოდ უნდა გაერიდოს, რათა სალაპარაკო არ მისცეს არც ოპოზიციას, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, არც ჩვენს პარტნიორებს არჩევნების სისუფთავესთან დაკაბშირებით.

თუ NDI-ის განცხადებებს გავითვალისწინებთ, ხელისუფლების მონაწილეობის შემთხვევაში, შეფასებები პროგნოზირებადია.

ქვეყანას სჭირდება არჩევნების უარყოფითი შეფასებები? ვფიქრობ არა. უმჯობესია არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე საპრეტენზიო არავის ჰქონდეს.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველჰყოს მოსახლეობის მაქსიმალური აქტივობა და კანონის, მართლწესრიგის დაცვა.

როგორც ძალოვანი სფეროს წარმომადგენელი, ერთს ვისურვებდი, – არჩეული იქნას ისეთი პრეზიდენტი, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს გაიაზრებს.

Facebook Comments
x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...