Home » მთავარი » კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაიცავს

კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაიცავს

 

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მალხაზ კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაიცავს.

-საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გავეცანით ე.წ.
,,სმიტების“ საქმეს.

პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავ ფაქტთან მიმართებაში და ვუსამძიმრებთ ამერიკელ ხალხს და სმიტების ოჯახის ახლობლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ უნდა დარჩეს დაუცველი და რომ ყველას აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება ჰყავდეს ადვოკატი.

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მალხაზ კობაური თავს არ ცნობს დამნაშავედ და საქმის მასალების მიხედვით ბევრი უზუსტობაა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იმ კვირაში გავაკეთებთ“-აცხადებს კობაიძე.

GmTV-ს კიტხვაზე, სად წავიდა კობაურის დამცველი სახაზინო ადვოკატი,  ალუდა ბუჩუკური

იხ.

http://www.gmtv.ge/44218-2/

ლექსო კობაიძემ გვითხრა, რომ სახაზინო ადვოკატიც დაიცავს კობაურს, რადგან სახაზინო ადვოკატის ჰოლა აუცილებელია.

ჩვენი ინფორმაციით ადვოკატი ოფიციალურ განცხადებას სამშაბათს, კვირას პრესკლუბში გააკეთებს.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...