Home » მთავარი » “მისხალ-მისხალი განხილვა სამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადებისა”

“მისხალ-მისხალი განხილვა სამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადებისა”

როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს ,,ტვ პირველის” ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ ,,რუსთავი 2-მა” სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა ,,განავითარა” და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.

ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა.

ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მითუმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც.

ხოლო თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი.

სამდივნოს განცხადებას რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე ეხმიანება.

მისხალ-მისხალი განხილვა სამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადებისა (30.07.2018):

”როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს ,,ტვ პირველის” ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ ,,რუსთავი 2-მა” სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა ,,განავითარა” და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა”.

  1. განცხადების დასაწყისში სიტყვაა არაა ნახსენები, რას ეხება თვით განცხადება. მხოლოდ ზოგადი მითითება. 2. ,,რუსთავი ორს” მშვენივრად უყურებთ და ჩვენ მოგვიწოდებთ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ტელევიზიას. რა უცნაურია, არა? 3. ”განავითარა” ?თქვენზე მეტად ვის უყვარს რამის ”განვითარება” ? მაგ. ნიკა გვარიამიას დაპატიმრებულ დეკანოზთან შეხვედრის მერე რომ მყისვე გამოაცხვეთ განცხადება, არიქა იერარქებზე, უმაღლეს იერარქზე, ცილისწამება იგეგმებაო, საიდან მოიტანეთ ასეთი ”განვითარება”? 4. ანუ ”ტვ პირველს” საქციელს უქებთ, რომ ეს კითხვები აღარ ”განავითარა”? დავიჯერო ”რეაქცია” და მისი წამყვანი, ანგარიშს გიწევენ და პრობლემურ თემებს არ ”ავითარებენ”? 5. არაერთი საერო პირი კი არა, ერთადერთი პროტოპრესვიტერი გყავთ, მოძალადე, მრავალგზის ვამხილეთ, ”ცილი დავწამეთ”, რით ვერ დაიმსახურა თქვენი გამამხნევებელი განცხადება. ესეგი, საერო პირები უფრო გაღელვებთ, ვიდრე პ რ ო ტ ო პ რ ე ს ვ ი ტ ე რ ი?

,,ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა”.

( უხერხულია თქმა, ,,კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე”. დაწერეთ ისე, როგორც სიონდზე განჩინდა: ”საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე”).

  1. მიტროპოლიტ შიოს ხსენებით, თქვენვე, უნებლიედ ადასტურებთ, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები, მხოლოდდამხოლოდ მომავალი პატრიარქის კონტექსში განიხილება. ასევე, ამბობთ, რომ შიო გნებავთ მომავალ მწყემსთავრად იხილოთ. ეს ვიცოდით.
  2.  მიტროპოლიტი შიო პრორუსი არაა? რადგან ერთხელ თქვა, ”რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიო”? მადლობა, რომ ფაქტს გვერდი ვერ აუარა, დიდი მადლობა. მისი ცხოვრების და, მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი სწორედ, ”ჩრდილს”, ჩრდილოეთს უკავშირდება, და ამას ვერ ჩამოიცილებს, თუ თერგდალეულებივით არ მოიქცევა და რუსეთში მიღებულ განათლებას, რუსეთისვე საწინააღმდეგოდ და სამშობლოს დასაცავად არ გამოიყენებს. ჯერჯერობით ამის არაფერი ეტყობა.
  3.   რომელ საზოგადოებაში არსებობს მიტოპოლიტ შიოსადმი დადებითი განწყობა? ეპარქიათა უმრავლესობაში, უბრალო ხალში საერთოდ არ იციან ვინ არის შიო. არც აინტერესებთ, რადგან მათი სოციალური მდგომარეობა იმდენადაა დაცილებული ხსენებული მიტოპოლიტისას, რომ ასეთებისთვის არ სცალიათ. ერთადერთი საზოგადოება, სადაც მისდამი კეთილგანწყობილნი არიან, არის რუსულ და და ქართულ საპატრიარქოთა ს ა მ დ ი ვ ნ ო ე ბ ი.
  4.   თუკი პატრიარქმა ეს ნაბიჯი ნებაყოფლობით გადადგა, მაშინ ილარიონ ალფეევის სტუმრობისას ნახსნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჩვენი ეპარქიების საკითხზე ”შექმნილი” კომისია უნდა გუგუნებდეს. ასეა? არა!
  5.   სწორედ დაჩქარებული წესით მის გაპატრიარქება უნდოდა და უნდა გიორგი ანდრიაძეს(”ასავალ-დასავალს” ხო ეცნობით) , თქვენს მიერ ნაგულისხმევ საერო პირს. ”მეორე ილია II” იქნებიოდაო. რა საყვარელი და სათნოა გიორგი.

”ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მითუმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც”.

  1. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო იძულებით დავტოვეთ თუ ნებაყოფლობით (1997 წელს)? ნებისმიერი ადამიანის იძულება და ზეწოლა შესაძლებელია, თუ, რათქმაუნდა იცი, ეს როგორ გააკეთო. თქვენ, მანდ, ამის ”მასტერები” ხართ.

”ხოლო თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი”.

  1. კი, მაგრამ, ისეთი ამომწურავი პასუხი გაგვეცით ამ განცხადებით, რომ კითხვები აღარ დაგვრჩებოდა? აშკარად დაგვცინით და ტექსტიც მგონი შორენას დაწერილიც კი აღარ არის. ვინმე ახალი გყავთ და გვიმალავთ?
  2. ადრეც ვთქვი, მიტოპოლიტ პეტრეზე დიდი გული გაქვთ, გრიგოლზე კი – ციცქნა.
Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...