Home » მთავარი » საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დადგინდა

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დადგინდა

იმისთვის, რომ პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა 2018 წლის 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი წარადგინონ, მათ 25 923-ზე მეტი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, ცესკომ შესაბამისი განკარგულება უკვე მიიღო.

ჟვანიას განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატმა უნდა შეაგროვოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 0.75%, რაც 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერას ნიშნავს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

ერეკლე კუხიანიძე პროტესტის გამოხატვის ფორმებზე საუბრობს

მარიამ ახალკაცი საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კუხიანიძე  ...