Home » მთავარი » “გატაცებული დღეს რამდენიმე საათში უნდა გაათავისუფლონ…”

“გატაცებული დღეს რამდენიმე საათში უნდა გაათავისუფლონ…”

ამ დრომდე დაკავებული რჩება რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ საკორინთლოდან გატაცებული ვასილ სალამაშვილი. ის 27 ივლისს საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა გატაცება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გატაცებული დღეს რამდენიმე საათში უნდა გაათავისუფლონ.

„კვლავ მოხდა ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება, ეს პრაქტიკა ხორციელდება 2008 წლიდან მოყოლებული. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მყისიერად იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენ უკვე ველოდებით ძალიან მოკლე ვადაში მის გათავისუფლებას,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...