Home » მთავარი » რეზინის ეკლესია და ფსევდორელიგია ანუ დედიკოს თუ “გირჩის” კალთას ამოფარებულები!

რეზინის ეკლესია და ფსევდორელიგია ანუ დედიკოს თუ “გირჩის” კალთას ამოფარებულები!

ამირან სალუქვაძე

გენერალი.

“სხეული ჩემია, საქართველო თქვენი!”

ხაშურში 150 წვევამდელიდან 145-მა თავი გირჩის ე.წ. მღვდელმსახურის საბუთით აარიდა თავი. ალბათ, ანალოგიური მდგომარეობა იქნება სხვა რაიონებშიც.

იშვიათია, როცა ადამიანები ცოდნას და ფანტაზიას სახელმწიფოს დასანგრევად იყენებენ.

ახლახანს ზარზეიმით აღვნიშნეთ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

ყოველთვის ვაფიქსირებ იგივე პოზიციას მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე. მაგრამ ჯერ კანონი უნდა მიიღო და არა პირიქით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა.

ეს სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას და კანონებს და არა აბსურდულ ფანტაზიებ, რომ თითქოს სხეული შენია და გინდა მოკლავ, გინდა აცოცხლებ.

შენი კი არა, ბებიაშენისაა. შენი იქნება, როცა შენით გაჩნდები შენს მიერ აღმოვენილი პლანეტის შენს მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში.

ჰყოფნით ცინიზმი მეორე დღეს იკითხონ, აბა მოგივიდათ რაიმე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგო? დემაგოგები.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური დევნის მომხრე არ ვარ, მაგრამ როგორც მინიმუმ კეთილი უნდა ინებონ და განმარტება გააკეთონ.

გირჩის შემდეგი ნაბიჯი იქნებქ ნარკოტიკების რეალიზაციის ლეგალიზება. საინტერესოა, საკონსტიტუციოში რომ შეიტანონ, რას იზამს სასამართლო?

სასამართლი, რომელსაც აღმოაჩნდა სათანადო საექსპერტო, სამედიცინო და ყველანაირი განათლება იმისათვის, რომ პარლამენტს, მის შესაბამის კომიტეტებს დაასწრო დასკვნის დადება.

რა უნდა ელაპარაკო ადამიანებ, რომლებიც პარტიული ელექტორატის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდებს რეზინის ეკლესიის “მღვდელმსახურებად” აქცევენ ჯარში სამსახურის თავის აცილების მიზნით.

პუტინს და რუსეთს ხომ ეძახით ოკუპანტს? ომი თუ ისევ იქნა, ჩვენ დავიცავთ და თქვენ რეზინის თავშესაფარებში დაბოლდით.

დემაგოგობენ ყარაულში დგომა არ გვინდაო. რა თქვენი გადასაწყვეტია ყარაულში დადგებით თუ პარაშუტით გადმოხტებით?

კარგად იციან, რომ დღეს წვევამდელები 3-თვიანი მომზადების კურსებს გადიან, მაგრამ სიმართლე არაა მთავარი. მთავარია ვის კალთას ამოეფარონ, დედიკოს თუ ფსევდორელიგიის ე.წ. მღვდელმსახურის?!

რეზინის რელიგიებს რაც შეეხება, მოვუწოდებ საპატრიარქოს, საქართველოს ეკლესიას, თქვენით მოიხსენით საკანონმდებლო პრივილეგიები და ჯარში სამსახური მღვდელმსახურების აუცილებელ მოთხოვნად გახადეთ.

ახლა იფიქრებს პარლამენტი, ამოავსებს ხვრელებს, ოღონდ არ ვიცი როგორ. მაგრამ თუ მსგავსი სარეველები კანონგარეშე გამოცხადდა, შემდეგი ნაბიჯი ჯარის თავის არიდების მიზნით სექსუალური უმცირესობების გაერთიანებების შექმნა იქნება. რა პრობლემაა? რა მნიშვნელობა აქვს თავს როგორ აარიდებ?

ისრაელის წარმატებები ხომ მოგვწონს? წაიკითხეთ ისრაელის გამოცდილება. განა თქვენნაირ სარეველებზე და ვირუსებზეა დაფუძნებული?!

ვირუსი: “სხეული ჩემია, საქართველო თქვენია!”

ამ ლიზუნგის მატარებლებს უნდა მოეხსნათ ყველანაირი სახელმწიფო პრივილეგია, განსაკუთრებით თუ რაიმე უფასო არსებობს, აეკრძალოთ საჯარო სტრუქტურებში სამსახური, ჩამოერთვათ საზღვარგარეთის პასპორტი და ა.შ.

ძალიან მკაცრი ვარ? თუ რეზინის ეკლესია და ფსევდორელიგია შეიძლება, მეც ვაძლევ თავს ფანტაზიების უფლებას, რომლებიც ისევე რეალური შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მაგათი მღვდელმსახურის “ბრონი”.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...