Home » მთავარი » საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც  კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანაფის მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა. კობახიძის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სექტემბერში პარლამენტში ორი სასესიო კვირა გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის პირადი პოზიცია ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაციაა.

 

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მობილიზაცია გამოაცხადეს

მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო, ...