Home » მე, მოქალაქე » “აასრულეთ წინასაარჩევნო დაპირება! დაიდგას მშვიდობის ბურთი!..”

“აასრულეთ წინასაარჩევნო დაპირება! დაიდგას მშვიდობის ბურთი!..”

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

ბესიკ ადამია

სიმართლე მეტი ადრე დაიბადა თუ ტყუილი ამ ქვეყანაზე ?! – ბესიკ ადამია ქუთაისიდან

ტორპედოს სტადიონის უბანი ითხოვს ქალაქის მერის ბ-ნ გიორგი ჭიღვარიას უბანში ისე გაბედულად მოსვლას, როგორც მოდიოდა არჩევნებამდე და წამოიღოს დაპირებების ნუსხა, ჩვენ ტყუილს სიმართლეს დავუპირისპირებთ, ხალხი არჩევნების დროს მიცემულ ხმებს ითხოვს უკან უკვე… !

ყველას, ყველას, ყველას, ჩემო ფეისბუქმეგობრებო, ქუთათურებო, ჩემო უბნელებო სტადიონლებო, დღეს ტკ ,,მეგათვ,, დაინტერესდა ტორპედოს სტადიონთან ,,ბურთის მონუმენტის,, დადგმის თემით, დღეს 12 საათზე კვლავ შეიკრიბენ უბნელები და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენს შემდეგ ჟურნალისტები მივიდნენ ქუთაისის მერიაში ქალაქის მერ ბ-ნ გიორგი ჭიღვარიასთან ინტერვიუს ჩასაწერად, როგორც მითხრა ბ-ნ გიორგიმ უარი თქვა პასუხი გაეცა საკუთარ მოსახლეობის მოთხოვნაზე, ეს დიდი სირცხვილია, თემა ამ ტელევიზიის მიერ საღამოს 20:30 წთ-ზე გაშუქდება, იგნორირებული იქნა მის მიერ წინასაარჩევნო დაპირება, მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი ბრძოლა იქნება უკომპრომისო ყველგან, არადა რა კარგი იქნებოდა 21 სექტემბერს სტადიონლობა, ღვთისმშობლობა და მსოფლიოს მშვიდობის დღეს ეს ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტი დიდი საჩუქარი იქნებოდა, 1 კვირის წინ ვიცე მერმა იუზა უგულავამ ქალაქის არქიტექტორ ზაზა ჩხიკვაძესთან ერთად ქუთაისის მერიაში მითხრა რომ ფინანსები აქვთ, არქიტექტურა მზადაა, მაშინ რატომ ვერ აკეთებს ქალაქის მერი-თემა ბერმუდის სამკუთხედშია, გაისმა ხმები, სხვა დიდფასიან პროექტებს ხომ აფინანსებენ სადაც დიდი ფულები-ჰონორარები იშოვება, იაფფასიანებს არა, ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს აქვე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის გულის დამახინჯებას, სადაც სააკაშვილის დროს ყვავილების ხეივანი მოთხარეს და 2 თვიანი ყინულის მოედანი დადგეს, იზარალა ქვეყნის ბიუჯეტმა, ეხლაც ზარალობს ბიუჯეტი, პარკის გულში ხალხი გაიძახის სჯობდა შადრევანი ან როგორც ადრე ყვავილების ხეივანი, ეხლა ამ ადგილს სასაფლაოს ადარებენ და გოგი წულაიას სთხოვენ რომ პარლამენტის შემდეგ კუბო ამ ადგილზე მიტანილ იქნეს, თავად ,,სკეიტბორდების,, წინააღმდეგი არავინაა, მხოლოდ იქნეს სხვა ადგილზე და გადახურული სჯობსო, რომ ამინდის გამო ახალგაზრდები არ შეიზღუდონ, ტორპედოს სტადიონის მოსახლეობა ქუთაისის მერიის დაპირებულის უარყოფას გამოწვევად ღებულობს და პასუხს არჩევნებისას გავცემთო, მერიის ომს ომით ვუპასუხებთო, არაა გამორიცხული მერიასთან აქციებით მივიდნენ, რა გითხრათ ბატონო ქალაქის მერო, თქვენ ბედს თქვენ თვითონ წერთ, პირადად შემხვდით ჟურნალისტების თანდასწრებით და გვიპასუხეთ, სიმართლე მეტი ადრე დაიბადა თუ ტყუილი ამ ქვეყანაზე ?! ბესიკ ადამია, ჩვენ თავს ვერ მოვიტყუებთ და არც არავის მოვატყუებიებთ, ბატონო ბიძინა თქვენი ხათრით არჩეულები უბრალო ხალხს აბუჩად გვიგდებენ, წინა მერ შოთა მურღულიასავით გვატყუებენ ფული არ გვაქვსო და მილიონიან პროექტებს კარგად ახერხებენ, როცა ამ ფულით შეიძლება ხალხის მდგომარეობა გამოსწორდეს, მომავალ კვირაში მივდივართ აქციებით ქუთაისის მერიასთან, შემდეგ თბილისში პრემიერ მინისტრის კანცელარიასთან და მერე სოლოლაკში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, კახი კალაძეს დუმილი იგივე უარია, ჩვენ პრემიერის და თქვენი იმედი გვაქვს, ვიდეო მასალები თქვენთან გამოგზავნილია ფოსტით !

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...