You are here
“რეალურად დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაცია გაუქმებულია, რასაც გავაკეთებთ” მთავარი სამართალი 

“რეალურად დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაცია გაუქმებულია, რასაც გავაკეთებთ”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიის უმცირესობის და საპარლამენტო უმრავლესობის კითხვებს უპასუხა.

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გამოწვევები მართლა არის. რეალურად დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაცია გაუქმებული, რაც გასაკეთებელია და რასაც რა თქმა უნდა გავაკეთებთ. დამატებით, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი გამოძიების ფარგლებში გამოჩნდა, ალბათ იქ კიდევ ბევრ რაღაცას შევასწორებდით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი და სწორედ ამიტომ, როდესაც ნათელი გახდა გამოძიებისთვის, 27 დეკემბერს გამოძიებამ მიმართა პროკურატურას თხოვნით და გამოიყო იქიდან 2 საქმე.  ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არსებობს რისკი, ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ახალი მოვლენები, ფაქტორები, რომლებმაც ამ საქმის საბოლოო შედეგზე შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა. ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, 8 ამ 10 ადამიანიდან არის პატიმრობაში და 3 არის გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაკავებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments

comments

Related posts