You are here
ცნობილი გახდა მოსკოვის ამერიკისთვის გაგზავნილი საიდუმლო შეთავაზება სირიის თაობაზე მთავარი უცხოეთი 

ცნობილი გახდა მოსკოვის ამერიკისთვის გაგზავნილი საიდუმლო შეთავაზება სირიის თაობაზე

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ჯოზეფ დანფორდს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, სადაც ჩამოთვლილი იყო სირიაში სიტუაციის დარეგულირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები და დახმარება ითხოვა იმ რაიონებში სიტუაციის დარეგულირებაში, რომლებსაც ასადი აკონტროლებს.

როგორც წერილში წერია, მოსკოვს უნდა სირიელი დევნილების დაბრუნების პროცესში დახმარება. წერილში წერია, რომ სირიის ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსი სიტუაციის სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

„როიტერის“ ინფორმაციით, რომელიც როგორც გამოცემა ამბობს სანდო წყაროზეა დაყრდნობილი, ვაშინგტონში გერასიმოვის წინადადებას ძალიან ცივად შეხვდნენ. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვის დახარება მხოლოდ პოლიტიკური რეგულაციის დროს არის შესაძლებელი, რომელიც სირიაში კრიზისს დაარეგულირებს.

გამოცემის ინფორმაციით, წერილი გაგზავნილი იქნა 19 ივლისს, პუტინისა და ტრამპის ჰელსინკში შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

Comments

comments

Related posts