You are here
„სექტემბრიდან არეულობებია მოსალოდნელი, იქნება რამდენიმე ცხელი წერტილი…“ მთავარი უცხოეთი 

„სექტემბრიდან არეულობებია მოსალოდნელი, იქნება რამდენიმე ცხელი წერტილი…“

რუსეთის უკრაინასთან დაკავშირებულ გეგმას სამხედრო ექსპერტი ამხელს

Fakty-სთან ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინაში პრეზიდენტისა და უმაღლესი რადას არჩევნების მოახლოებისას გაძლიერდება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიური კონტროლი, რისთვისაც რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს.

ექსპერტი მიიჩნებს, რომ თუ არჩევნებზე „პრორუსი კანდიდატი“ გაიმარჯვებს, უკრაინა დამოუკიდებლობას დაკარგავს.

-თუ პრორუსი კანდიდატი გაიმარჩვებს, პუტინი სადღაც 2 წელში ან უფრო ადრეც უკრაინას თბილ-თბილად მიიღებს. ასეთი სცენარით უკრაინა მაქსიმალურად დამოკიდებული გახდება რუსეთზე. დაავალდებულებენ იყიდოს გაზი, ნავთობი, რუსული იარაღი. უკრაინა დამოუკიდებლობას დაკარგავს-ამბობს არესტოვიჩი.

ექსერტის თქმით სექტემბრიდან არეულობებია მოსალოდნელი. იქნება რამდენიმე ცხელი წერტილი. მისი თქმით სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს ხერსონში, მარიუპოლში, ბერდიანსკში.

-ჩვენ ვნახეთ, რომ მებრძოლი მჟავით დაწვეს, კიევში პარატა კონფლიქტებიც სროლით სრულდება. ერთი სიტყვით ხალხმა ჯაჭვი აიწყვიტა“-ამბობს არესტოვიჩი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საბრძოლო მეთოდებს პოლიტიკური ზეწოლებით  შეცვლის და აქტიურად გამოიყენებს უკრაინელ ბოქსიორს ალექსანდრე უსიკს.

-დონბასში ბრძოლები გაგრძელდება პირველ პლანზე პრორუსი პოლიტიკოსები გამოვლენ, ისინი ყველაფერში უკრაინის მთავრობას დაადანაშაულებენ და იტყვიან-უკრაინა ჩვენი მტერი არ არის, შეხედეთ უსიკს, მასთან ხომ ადვილია!“

Comments

comments

Related posts