Home » მთავარი » აგვისტოს ომის გმირის მეუღლის მოკრძალებული თხოვნა (ვიდეო)

აგვისტოს ომის გმირის მეუღლის მოკრძალებული თხოვნა (ვიდეო)

გვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე თბილისში რომელიმე ქუჩისთვის ან სკვერისთვის 10 წლის შემდეგ მაინც გმირის სახელის მინიჭებას ითხოვს. მან პირველად მისი გულისნადები სააგენტოში გაამხილა, ისიც გვითხრა 2010-2011 წლებში საკრებულოსაც მივმართე, მაგრამ უარი მიტხრესო. ქალბატონ თეას უნდა მისი შვილები მუდამ ამაყობდნენ გმირი მამით და უნდა ისიც, რომ სამშობლოს სიყვარულს შეწირული ვაჟკაცის სახელი მომავალმა თაობებმაც იცოდნენ.

ჩვენ ქალბატონი ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრს, ემზარ ქვარიანს დავაკავშირეთ. შეხვედრა სააგენტოში შედგა, რადგან GmTV მზად არის გვერდით დაუდგეს თეას ამ იდეის გახმოვანებასა და ოცნების ასრულებაში.

როგორც ემზარ ქვარიანმა გვითხრა, ის  ინფორმაციას თავად მიაწოდებს ვეტერანთა დეპარტამენტსაცდა ქალბატონს გვერდით დგომა აღუთქვა.

ჩვენც მზად ვართ გმირის მეუღლეს გვერდით დავუდგეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გმირების სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა და პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას.

შმაგის შვილები თბილისში ცხოვრობენ და სწავლობენ, მათ უნდა იამაყონ, რომ მამამისი გმირია!

GmTV მიმართავს საკრებულოს და ვეტერანთა დეპარტამენტს, დაინტერესდნენ საკითხით და მიიღონ ზომები!

შმაგი სოფრომაძე

რუბრიკა  „იცნობდეთ გმირებს

გადაცემაჩვენი ამბები

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...