You are here
შმაგი სოფრომაძის სახელის ქუჩისთვის მინიჭების საკითხი საკრებულოში უკვე ინიცირებულია მთავარი საზოგადოება 

შმაგი სოფრომაძის სახელის ქუჩისთვის მინიჭების საკითხი საკრებულოში უკვე ინიცირებულია

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას „აგვისტოს ომის გმირის მეუღლის მოკრძალებული თხოვნა“

http://www.gmtv.ge/category/sazogadoeba/

გამოხმაურება მოჰყვა როგორც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიიდან, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა

გვითხრა, რომ შმაგი სოფრომაძის სახელის ქუჩისთვის მინიჭების საკითხი საკრებულოში უკვე ინიცირებულია და უახლოეს სხდომაზე განიხილება. მისივე თქმით, სოფრომაძის სახელი გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ იქნება, რაც სიმბოლურია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა შორენა სიხარულიძემ

კი გვითხრა, რომ  სამსახურმა უკვე აღძრა შუამდგომლობა საკრებულოსთან თბილისის ერთ- ერთი ქუჩისთვის შმაგი სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ.

-საქმე უკვე შესაბამის კომისიაში დევს განსახილველად! დამერწმუნეთ,ის რაც სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს ეხება,ჩვენი სამსახურისთვის,ისევე,როგორც პირადად ჩემთვის,სხვაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის.

თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის სკოლას რომ შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭა, ამის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. 2 წლის წინ, სკოლაში მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას ჩვენი სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე და სოციალურ საკითხთა, სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ზაირა მიქატაძეც ესწრებოდნენ. ასევე, შეძლებისდაგვარად, ჩვენი სამსახურის წარმომადგენელი შმაგის საფლავზეც მიდის მის დაბადების დღეზე პატივის მისაგებად. ჩვენს ჟურნალში”ვეტერანი”, რამდენიმე სტატია მიეძღვნა შმაგის ხსოვნას. და კიდევ_ვიცით, რომ შმაგის ნიჭიერი შვილი ყავს და მის მიმართაც იჩენს ყურადღებას ჩვენი სამსახური. ვფიქრობ, რაც ჩამოვთვალე, საკმარისია იმისთვის, რომ მავანმა არ იფიქროს, რომ საქართველოსთვის დაღუპული გმირები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურზე მეტად აღელვებს და სტკივა მათი ოჯახები.“

სააგენტოსგან:

მასალა, რომელიც სააგენტოზე დაიდო, იყო გმირის მეუღლის სააგენტოში სტუმრობის და მისი სათქმელის საზოგადოებისთვის მიწოდების ამსახველი. მასალაში არ იყო რომელიმე მხარე, არ იყო დადანაშაულება და თითის გაშვერა, სწორედ ამიტომ სააგენტოს არ აუღია კომენტარები „მეორე მხარეებისგან“, ჩვენ ავსახეთ სტუმრის სათქმელი. სააგენტო არასდროს არის “ჩასაფრების პოლიტიკით და ცდილობს მოქალაქეების სათქმელი შესაბამის სტრუქტურებამდე მიიტანოს.

Comments

comments

Related posts