Home » მთავარი » “ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან” რა შუაშია?!.”

“ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან” რა შუაშია?!.”

არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს? პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ წარუდგენია, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა.

ქალაქის მერი, კახა კალაძეც აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა არავის მიმართ არ გამოუხატავს.

პარტიამ თავისი განცხადება დააფიქსირა, როდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და ყველაფერი იყო ნათლად მიცემული. ვის დაუჭერსქართული ოცნება“ მხარს, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. როგორც ასეთი პარტიას თავისი კანდიდატი არ ყავს, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ:

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან” რა შუაშია, – ასე უპასუხა  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, “ხომ არ გამოიწვევს ომის დაწყების საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს მას დაუჭიროს მხარი”

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...