You are here
„რატომ მოიქეცით ასე? მრჩეველი მაინც არ გყავდათ? ტეხავს, ბატონო პრეზიდენტო!..“ თქვენი სათქმელი მთავარი 

„რატომ მოიქეცით ასე? მრჩეველი მაინც არ გყავდათ? ტეხავს, ბატონო პრეზიდენტო!..“

საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ჟურნალისტი თინა თაყაძე პრეზიდენ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს:

ბატონო პრეზიდენტო! ვადევნებდი თვალს თქვენს ქმედებებს (2018 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებს ვგულისხმობ), სხვა ქვეყნიდან და გული მეტკინა… ჩვენი ქვეყნისთვის აგვისტო ვეღარასდროს იქნება ისეთი ფერადი, როგორიც ომამდე იყო… რთულია, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვასთან დაკავშირებით საღამო მოაწყო და ფიქრობდე ვინ მიიპატიჟო, უფრო რთული ისაა მთავარი რომ გამოგრჩება…

მთავარში ამ წამს და ამ ტექსტში მე ტელე კომპანია ,,თრიალეთს” ვგულისხმობ… 90-ებში დავიბადე, რომ გამოვითვალოთ შეუფერებელიც კი გამოვდოვარ მონაწილეობის მისაღებად იმ ომში და დროში… მაგრამ ვიყავი… იმ დროინდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა დაერბია და დაენგრია ,,თრიალეთი”… ტრაქტორებით, ხელებით, ფეხებით, ცილისწამებით თუ ჭორებით… ყველანაირ ხერხს იყენებდნენ!!! მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე დადგა, ამ ,,უსულგულო” ტელე-რადიო კომპანიამ, როგორც მას მოიხსენიებდნენ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევისა,ხმამაღლა აცნობა ყველა მედია საშუალებას, რომ ჩემს ქალაქშია ომი და გაძლევთ ყველანაირ რესურსს გამომიყენოთ და გააგებინოთ მსოფლიოს რა ხდება აქ!!!..

ბომბი სწორედ ამ ტელეკომპანიის წინ ჩამოვარდა, ჩაიმსხვრა ფანჯრები და უფრო მძიმე შედეგებიც იყო მოსალოდნელი… ეს არ იყო თამაში!!! მე ვთვლი, რომ თქვენ ან ვერ გაიგეთ ან თამაშად ჩაგვითვალეთ, ვინაიდან ,,თრიალეთმა” ყველა და ყველაფერი გაიღო რეალობის აღსაბეჭდათ..

მე პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვიყავი, იქ მოსული პოლიტიკოსები და უცხო ქვეყნების მედია საშუალების წარმომადგენლები შესაძლოა პირველად ვნახე… ღამეც გავათენე და ,,თრიალეთის” გაზონებთამნ პირდაპირ ჩართვებსაც დავესწარი სხვადასხვა ცენტრალური არხებისას… ახლა თითქოს არც კი არსებობდეს ეს ტელევიზია, თითქოს იმ ავადსახსენებელი ომის დროს ჩირგვებში მჯდარიყოს, არც გაგახსენდათ… თუმცა იყვნენ სხვა ტელეკომპანიები…ესაა გულსატკენი, თორემ ,,თრიალეთი” კვლავ ჩაერთვება ლაივში გამთლიანებული, გასხივოსნებული საქართველოს ახალი ამბების სათქმელად, სადაც შესაძლოა თქვენ აღარ გახსენონ… ისევე როგორც მე აღარ ვიყო ჟურნალისტი…

ახლა ნამუსაყრილი, მხრებჩამოცვენილი გწერთ… რატომ მოიქეცით ასე? ნუთუ არავინ გირჩიათ სამართლიანად მოქცეულიყავით? კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ იმდენად უსამართლოდ ექცევა ყველა ხელისუფალი ,,თრიალეთს”, რომ საკუთარ თავს მავიწყებენ… არც მე და ვიცი არც ჩემს ყოფილ კოლეგებს არაფერი არ სურთ გარდა იმისა, რომ თუ არ დააფასებენ ,,ისე-რა” მაინც მოიხსენიონ…

გულსატკენია, ბატონო პრეზიდენტო, როცა უსამართლოდ და შერჩევითი სამართლიით გექცევიან და ეს უნდა იცოდეთ, ვფიქრობ!!! მადლობა თუ კი წაიკითხეთ ჩემი წერილი და დრო დამითმეთ….

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სხვა მედია საშუალებებთან ერთად “თრიალეთი” არ მიიწვია.

Comments

comments

Related posts