You are here
გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ წყობიდან გამომიყვანონ… მთავარი სამართალი 

გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ წყობიდან გამომიყვანონ…

დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზაზა სარალიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მისი წყობიდან გამოყვანას ემსახურება.

„ეჭვი მაქვს, გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. იმის მერე, რაც მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებად გამოგვაცხადეს, დღევანდელი ფაქტი არ გამკვირვებია. უკან დახევას არ ვაპირებ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, სახელმფწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძლებას და მჭირდება ხალხი გევრდზე, ერთხელ და სამუდაოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ ბრიფინგზე.

Comments

comments

Related posts