You are here
გერმანელების გადარჩენილი თელაველი ჭადარი ადგილობრივი ვანდალების მსხვერპლი გახდა!!! F-vews მთავარი 

გერმანელების გადარჩენილი თელაველი ჭადარი ადგილობრივი ვანდალების მსხვერპლი გახდა!!!

სოციალურ  ქსელში ნინო გულბათაშვილის სტატუსი და იქვე დადებული ფოტოები ვნახეთ.

-ეს ფოტოები ეხლა მომაწოდეს. თელავის ჭადრის დაზიანებული ფესვები და ტორსი. როგორც უკვე მითხრეს, თელავის მერიას სასწრაფოდ გაუგზავნა წერილი ქალაქ ბიბერახის მერიამ რომელმაც შარშან უდიდესი თანხა გაიღო ამ ხის გადასარჩრნად ჩატარებული სამუშაოებისთვის. ისევ იმედით ვარ, რომ ეს ხე ადგილობრივ ვანდალებსაც გადაურჩება-წერს გულბათაშვილი.

ჩვენ მას დამატებითი ინფორმაციისთვის დავუკავშირდით. (https://www.facebook.com/ninogul)

-2016 წელს თელავის ჭადრის გადასარჩენად ქალაქში გერმანელი სპეციალისტები ჩავიდნენ, თითო ტოტს ეფერებოდნენ, სპეციალური მეთოდით დააბეს ტოტები, რომელთა გადამტვრევის საშიშროება იდგა, ასევე ქარის შემთხვევაში შუაზე გახლეჩდა ამ ისტორიულ ძეგლს.გუშინ კი იუთუბზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ამ საუკუნოვან ხეს თოხებით და ბარებით აგლეჯდნენ ნაწილებს, ვანდალურად ჩამოაშორეს ძლივს შერჩენილი ნაფოტები და ამაყად ამბობდა ვიღაც კაცი, რომ მიმდინარეობდა მისი გასუფთავება. ჩემი და სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია ამ კადრებმა, რადგან თავად ვიღებდი ფოტოებს, როცა მას გერმანელი ექსპერტი დეტლეფ კოხი სხვა გერმანელებთან და ჩვენ საამაყო დავით სამხარაძესთან ერთად ეხმარებოდნენ გადარჩენაში.

Davit Davit დღეს რატომღაც ვიდეო მიუწვდომელია, წაშალეს. მე იმედი მაქვს, რომ ხე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ამ ვანდალურ მოპყრობასაც გაუძლებს და გააგრძელებს სიცოცხლეს, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ უვიცების იმედად, მაშინ როცა არიან ადამიანები, საქმის მცოდნენი და არის თანხა, რამდენიმე ათეული ათასი ევრო, რომელიც შარშან დაიხარჯა ამ ღონისძიებებზე. არ შეიძლება იკითხონ მაინც?-ამბობს ნინო.

Comments

comments

Related posts