Home » ინტერვიუ » როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღში წასასვლელად – ელზა ჩინჩახაშვილის რჩევა მშობლებს

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღში წასასვლელად – ელზა ჩინჩახაშვილის რჩევა მშობლებს

დრო მალე გავა და საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ. წელსაც ასობით პატარა პირველად შეაღებს ბაღის კარს. როგორ მოვამზადოთ შვილები ბაღში წასასვლელად და როგორ მოვემზადოთ ჩვენს? ამ კითხვებით 34 წლიანი გამოცდილების აღმზრდელს, ელზა ჩინჩახაშვილს დავუკავშირდით.

პედაგოგის გასაცნობად იხ.

http://www.gmtv.ge/44222-2/

-თქვენ 34 წელის საბავშვო ბაღში მუშაობთ და საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, დრო მალე გაირბენს და ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ. რას ურჩევთ იმ მშობლებს, რომელთა შვილები პირველად წავლენ საბავშვო ბაღში, როგორ მოამზადონ ბავშვები და თავად მშობლებს რა რჩევას მისცემთ?

პირველად ალბათ ყველა ბავშვი ტირის, როგორ ახერხებთ ამდენ ბავშვთან ურთიერთობის დამყარებას?

-ძალიან რთული პროცესია, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვზე მეტად მშობელი ნერვიულობს, ამიტომ მშობელთან ვცდილობ ფსიქოლოგიური საუბრებით მეტი ნდობა მოვიპოვო როგორც ჩემთან ურთიერთობაში ასევე საბავშვო ბაღის შინაგანაწესთან დაკავშირებით და უფრო მეტი ნდობა დავიმსახურო.

რაც შეეცება ბავშვებს, ყველა ცალკე აღებული ინდივიდია,უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, ვცდილობ ვიპოვო თითოეულის გასაღები და მისი მიხედვით, ვცდილობ თამაშში ჩაბმას, ან საიტერესო ამბის თხრობას ან შენებას ან სურათებიანი წიგნების დათვალიერებას. ან თუნდაც თავისუფლად დამოუკიდებლად მოქმედიანობას და  ა. შ.

მშობლებმა აქედანვე ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადონ ბავშვები, მოუყვნენ საბავშვო ბაღზე, რას აკეთებენ იქ, რომ.ბევრ მეგობარს შეიძენენ . უკეთესი იქნება წინასწარ მიიყვანონ ბაღში, დაათვალიერონ ჯგუგის ოთახი, გაიცნონ და გაესაუბრონ პედაგოგს.

მშობელი უნდა ეცადოს რომ ბავშვი მიხვდეს, რომ ეს მისი სამსახურია , რადგან ბავშვი ყოველთვის ცდილობს მშობელს მიბაძოს, ის მისთვის ავტორიტეტია, არავითარ შემთხვევაში ბავშვს ტყუილი არ უნდა უთხრან, უნდა ყოველთვის სიმართლე ელაპარაკონ.

 -თქვენი „ფუტკრები“ წელს გააგრძელებს ფუნქციონირებას? და რა სიახლეებს უნდა ელოდნენ თქვენი აღსაზრდელები და მშობლები.

-რაც შეეხება ჩემს ფუტკრებს, სექტემბერში უკვე 4-5 წლ. ჯგუფი ვართ გავაგრძელებთ მუშაობას. გავიზარდეთ 1 წელი მოგვემატა, დავფრთიანდით . ივნისის თვეში გავიარე ტრენინგები ახალი სტანდარტები სკოლამდელებში და ვეცდებით , ახალი ენერგიითა და სიახლეებით შევუდგეთ მუშაობას, როგორც ბავშვებთან ასევე მშობლებთან. ჩვენთან მშობლები თითქმის ყველა აქტივობაში არიან ჩართულნი, როგორც საბავშვო ბაღში ასევე ბაღის გარეთაც.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...