Home » მთავარი » უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკზონების მონიტორინგს.

​11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.

​პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის, წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულებია დამატებითი ძალები იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.

​აჭარის ა/რ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.

ნიკოლოზ სირაძე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ნიკოლოზ სირაძე

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკზონების მონიტორინგს.​11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.​პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის, წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულებია დამატებითი ძალები იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან. ​აჭარის ა/რ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს. კომენტარი/ნიკოლოზ სირაძე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

Gepostet von საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service am Samstag, 11. August 2018

Facebook Comments
x

Check Also

„სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ...