Home » მთავარი » გამორჩეულ სამხედროებს ლიდერობისთვის „დიდგორის ჯვარი” გადაეცათ

გამორჩეულ სამხედროებს ლიდერობისთვის „დიდგორის ჯვარი” გადაეცათ

დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროებს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს – „დიდგორის ჯვარი” გადასცემს. ეს ჯილდო პირველად 2014 წელს მაიორმა ვიტალი ცხადაძემ მიიღო.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...