Home » მთავარი » ლეიბორისტები ბაქრაძეს იდეების მიტაცებაში ადანაშაულებენ

ლეიბორისტები ბაქრაძეს იდეების მიტაცებაში ადანაშაულებენ

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიშა ქუმსიშვილი “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს შალვა ნათელაშვილის იდეების და გეგმების „მიტაცებაში“ ადანაშაულებს.

მიშა ქუმსიშვილი:

-დავით ბაქრაძე პოპულისტის გარდა, სხვა კანდიდატების იდეების მიმტაცებელიც გახლავთ.

https://www.facebook.com/dbakradze/videos/277385292851004/UzpfSTEwMDAwMTAyNzg3ODY2MToyMDIxMjY5NDUxMjUwNjMx/

შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთი ძირითადი დაპირება გამარჯვების შემთხვევაში არის სწორედ ის, რომ საპრეზიდენტო ფონდიდან დაფინანსდებიან წარმატებული ახალგაზრდები და წავლენ უცხოეთში სასწავლებლად. ფაქტობრივად, სიტყვა სიტყვით იმეორებს ბაქრაძე ნათელაშვილის ფრაზებს. მითუმეტეს, ამის დასაბუთება ძალიან მარტივია: ჩვენი კლიპი (ანალოგიური შინაარსის დაპირებით) სოციალურ ქსელებში დევს უკვე 2 თვეა, მაშინ როდესაც ბაქრაძემ ეს ვიდეო 4 საათის წინ ატვირთა.
მოკლედ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური იმიჯის და რეპუტაციის საკითხია, კონკურენტის დაპირებებს სიტყვა სიტყვით რომ არ იმეორებდე…“

ქუმსიშვილი მეორე ვიდეოსაც აქვეყნებს და ამბობს:

-სხვადასხვა საკითხებს მოიცავს ეს კლიპი, თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორედ განათლების პუნქტი, რომელიც 1:25 წუთზეა

https://www.facebook.com/natelashvilishalva/videos/1978128682200280/

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...