Home » მთავარი » ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება უკვე იუსტიციაშიც და თბილისის ათივე გამგეობაში

ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება უკვე იუსტიციაშიც და თბილისის ათივე გამგეობაში

ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის გარდა, 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მძღოლებს ნებართვის მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურება უკვე ლიცენზირებული საქმიანობაა. ამ ეტაპისთვის, უკვე 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. ამ მიმართულებით, სიახლე გვაქვს. გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან, ნებართვის აღება ასევე, თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. მინდა, თეა წულუკიანს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ასევე, თბილისის ათივე გამგეობაში არის შესაძლებელი.

„პირველი ოქტომბრიდან, ვისაც ლიცენზია არ ექნება, შეუძლებელია, მან ეს სერვისი განახორციელოს. ამიტომ, იაქტიურეთ, რეგისტრაციის დრო ჯერ კიდევ არის“, – განაცხადა თბილისის მერმა

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...