You are here
“მეორედ გაიმეორა და თან გამოგვლანძღა “ვიმეირებ განსაკუთრებით გაუგებრებისთვისო” მთავარი პოლიტიკა 

“მეორედ გაიმეორა და თან გამოგვლანძღა “ვიმეირებ განსაკუთრებით გაუგებრებისთვისო”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

-ყველა აბდლურზე არ ვრეაგირებ ხოლმე, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატებთან მიმართებაში, მაგრამ მეორედ გაიმეორა და თან გამოგვლანძღა “ვიმეირებ განსაკუთრებით გაუგებრებისთვისო”

მე ვერ გავიგე და ავხსნი ახლა რატომ ვერ გავიგე და თუ გაქვთ პრეტენზია, გაახმოვანეთ.

ბატონი უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებები არის იმხელა (თავისი თავის სიმაღლეზე გვიჩვენა ხელით), სპიკერის უფლებები არის ამხელა (ხელი კოჭებამდე ჩაიტანა), ჰოდა, თუ ასეა მინუს მესამე სართულში უნდა იჯდესო, კობახიძე კი არაო (თავისი ჭკუით არ აწყენინა), არამედ ჩვენი პარლამენტის (კოლმეურნეობის) თავმჯდომარე რომააო.

ჩემს კითხვას კი მიუტანებენ, მაგრამ არ ჩამთვლის მის დონედ და არ იკადრებს პასუხის გაცემას. ამიტომ, ძვირფასო ჟურნალისტებო, რაღამც ეწ არაკვალიფიციური ბჟუტური დღის თემად აქციეთ, სთხოვეთ კიდევ ერთხელ, ჩვენთვის, განსაკუთრებით ხისთავიანებისთვის ახსნას რამდენიმე რამ.

კითხვებამდე მე განვმარტავ.

თანამდებობის პირის უფლებები განა იმით განისაზღვრება დამლაგებელს ნიშნავს, როგორც მან განმარტა პარლამენტის თავმჯდომარეზე, თუ გენერალური შტაბის უფროსს, ან რამდენ კაცს ნიშნავს, არამედ მისი სტატუსით, ამ შემთხვევაში კონსტიტუციით მინიჭებული ძალაუფლებით და ფუნქციების მნიშვნელობით.

რიცხოვნობაზე თუ მიდგა შსს ან თავდაცვის მინისტრები ათიათასობით ადამიანს ნიშნავენ და ესენი ყოფილან პირველი პირები.

საკვირველია, რომ პარლამენტის ყოფილ სპიკერს არ ესმის პარლამენტის სტატუსი არც დღევანდელი, არც იმ კონსტიტუციით, რომელიც ამოქმედდება ამ არჩევნების შემდეგ.

რა ვთქვა არ ვიცი. ეტყობა ძაან მიუხვედრელი ვარ. ქ-ნ ზურაბიშვილსაც არ ესმის სწორად. არ მესმის რატომ უსვამს ხაზს, რომ შენობა ჩემთვის კომფორტულია და ქალი პრეზიდენტისთვის შესაბამისიაო. სქესი რა შუაშია?

თავს ვურტყამ კედელს, მაგრამ მტკივა. მთლად ხის არ უნდა იყოს.

ახლა კითხვები:
1. გთხოვთ მოქმედი და ახალი კონსტიტუციით განგვიმარტოთ რა უფლებები შეეკვეცა პრეზიდენტს, კონტიტუციის სრა ჩანაწერებით გადაინაცვლა სიმძიმის ცენტრმა პარლამენტში?
2. ახალი კონსტიტუციით სპრეზიდენტო მმართველობაა თუ საპარლამენტო და რითი გამოიხატება?
3. ვინ ამტკიცებს მთავრობას და კორექტული იყო თუ არა შედარება, რომ სპიკერი მხოლოდ დამლაგებლებს ნიშნავსო?
4. ვინ განსაზღვრავს საგარეო, მ.შ. თავდაცვის პოლიტიკას?
5. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს, სპიკერს და პრემიერს შორის, ვინაა სახელმწიფოს პირველი პირი, ვინაა მეორე, ვინაა მესამე და რატომ? მათ შორის ძალაუფლება თანაბრადაა დაბალანსებული, თუ როგორც ხელით გვიჩვენეთ, განშხვავდება როგორც ცა და დედამიწა? დაგვისაბუთეთ კონსტიტუციით.

რიტორიკულია ეს კითხვები. არც ჰკითხავენ და, რომც ჰკითხონ, კონტიტუციით დასაბუთებული პასუხები არ იქნება.

Comments

comments

Related posts