You are here
კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები… მთავარი პოლიტიკა 

კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან

 „პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვმოქმედებთ ბუნებრივია ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან.  ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერმინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ქართული მხარის ინიციატივას განვითარდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის  რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

„ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ექმნება ხელოვნური ბარიერი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმლურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები იმისათვის, რომ აღსდგეს ნდობა ჩვენს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Comments

comments

Related posts