You are here
“გასაოცარია საზოგადოების გულგრილობა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, არადა!..” მთავარი საზოგადოება 

“გასაოცარია საზოგადოების გულგრილობა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, არადა!..”

სოსო მანჯავიძე

კვირა არ გავა ” ისლამური სახელმწიფოს” სახელით სისხლიანი ტერაქტი არ მოხდეს.

მათი მოქმედების გეოგრაფიული არეალი შეუზღუდავია..

‘ისლამური სახელმწიფოს რიგებში კვლავაც ათასობით მებრძოლია, ამ სიტუაციაში გასაოცარია ჩვენი საზოგადოების სრული გულგრილობა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე.
თითქოს არც ყოფილა. ან რა ყურადღების მისაქცევია? უფრო მნიშვნელოვანია რა თქვა ზურაბიშვილმა და რა უპასუხა მას ვაშაძემ.

არადა,”ისლამური სახელმწიფო” ყოველთვის ცდილობს სიტყვა შეასრულოს,რადგან ეს მათთვის ღირსებისა და პრესტიჟის საქმეა.

არც ისაა გამორიცხული,რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას თავისთვის სასურველი პოლიტიკური რეალობის მისაღებად გამოიყენებს რომელიმე დაპირისპირებული მხარე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ომში.

ეს კარგად უნდა გაიაზრონ იმათმა,ვისაც თავების დაჭრით ემუქრებიან ვიდეოში.

Comments

comments

Related posts