Home » მთავარი » ტყვედ ჩავარდნილმა შმაგი სოფრომაძემ ზუსტად ამ დროშას დააფურთხა!(ვიდეო)

ტყვედ ჩავარდნილმა შმაგი სოფრომაძემ ზუსტად ამ დროშას დააფურთხა!(ვიდეო)

ქართველმა მოჭიდავეებმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში გაწყობილ მაისურებში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლათ თედეევთან ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძამბოლათ თედეევი პარალელურად რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

როგორც  1tv.ge ავრცელებს ინფორმაციას, საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე ადასტურებს, რომ ფოტოებზე თავად არის გამოსახული მოჭიდავეებთან ერთად. მისივე განცხადებით, თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი “მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები”.

ფოტოზე გამოსახული მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს  აკეთებენ.

ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : http://rustavi2.ge/ka/news/111492

ეს იცით რომელი დროშაა?

2008 წლის აგვისტოს ომში, ტყვედ ჩავარდნილმა საქართველოს გმირმა შმაგი სოფრომაძემ ზუსტად იმ დროშას დააფურთხა, ამ ფოტოზე რომ აცვიათ ჩვენი ნაკრების წევრებს …

ეს კი მათთვის, თუ ჯერ კიდევ ვინმემ არ იცის შმაგის ისტორია.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტთან კარვები გაიშალა

პარლამენტთან კარვები გაიშალა, ამ დროისთვის გაშლილია 5 კარავი. ადგილზე მიტანილია ბარიერებიც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ...