You are here
ბანკების „შავი სია“ უქმდება სექტემბრიდან უქმდება ეკონომიკა მთავარი 

ბანკების „შავი სია“ უქმდება სექტემბრიდან უქმდება

ამ დროისთვის ბანკების ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია.

როგორც ირკვევა სექტემბრიდან შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი, ანუ „შავ სიაში“ და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას მხოლოდ თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ უქმდება საკრედიტო ისტორია, რომელსაც ექნება გავლენა ბანკი დაამტკიცებს თუ არა სესხს, თუმცა სექტემბრიდან ვადაგადაცილებისას მომხმარებელს ნეგატიური გადამხდელის სტატუსი აღარ მიენიჭება.

პრემიერი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოქალაქეს შეეძლოს რეფორმებით დანერგილი სიახლეების მიღება.

Comments

comments

Related posts