Home » მთავარი » ვინ დაიკავებს გუბერნატორის სავარძელს…

ვინ დაიკავებს გუბერნატორის სავარძელს…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.

ცნობილი ხდება, რომ ხვალ პრემიერი გუბერნატორების ახალ კანდიდატურებს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება.

იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს – ბესიკ ამირხანაშვილი, ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში – ალეკო ხოჯევანიშვილი იქნება.

რამდენად გამართლდება ეს ინფორმაცია, პრემიერის ბრიფინგის შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...