Home » მთავარი » გრიბოედოვის 16 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში

გრიბოედოვის 16 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ავარიული სახლის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედელი გამაგრდება, შენობის ფანჯრები კი, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება.

კაპიტალური გამაგრების სამუშოებს, რომელიც სექტემბერში დასრულდება, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გრიბოედოვის 16 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი თავისი აივნებით ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შენობის თავდაპირველი ნაწილი 1840-იანი წლებით თარიღდება, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, პირვენდელ ნაგებობას კიდევ ორი შენობა დაემატა.

ძეგლი იმითაც არის გამორჩეული, რომ აღნიშნულ შენობაში, 1852-1858 წლებში, კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება ფუნქციონირებდა, რომელსაც მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა.

კაპიტალური გამაგრების პროექტს გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ის ფასდაუდებელი პრეპარატია, რომელზეც….

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” სისტემატურად იღებს მადლიერი პაციენტების წერილებს, ასევე კამელინის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე ...